ფეხბურთი

19:48 | 4.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის შეძენა იტალიურ კლუბს სურს

იტალიურ „მოდენას“ „კრემონეზეს“ და საქართველოს ნაკრების მცველის, ლუკა ლოჩოშვილის დამატება სურს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

ლოჩოშვილის გაშვების წინააღმდეგ არც კლუბია, რომელსაც ახალი ფეხბურთელების დამატება სურს, მაგრამ მანამდე აუცილებელია, რომ რამდენიმე მოთამაშე გაუშვას. ლუკა იშვიათად ხვდება იტალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში.

„მოდენას“ გარდა, დაინტერესებული არიან „რიზესპორი“ და „გაზიანთეფსპორი“, ასე რომ, დიდი შანსია, მიმდინარე თვეში 26 წლის ფეხბურთელმა კლუბი შეიცვალოს. „მოდენაც“ სერია B-ში თამაშობს, სადაც 25 ქულით მეცხრე ადგილზეა.

მიმდინარე სეზონში ლოჩოშვილმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.

0.126683