ფეხბურთი

18:55 | 4.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლის" ზედიზედ მეხუთე მოგება პრემიერლიგაში

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში „ნიუკასლ იუნაიტედი“ „ტოტენჰემს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

მეოთხე წუთზე დომინიკ სოლანკეს გოლით „მამლები“ დაწინაურდნენ, მაგრამ ორ წუთში ენტონი გორდონმა გაათანაბრა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს ალექსანდრ ისაკმა აღადგინა წონასწორობა და მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა.

„ნიუკასლი“ ბოლო დროს კარგ ფორმაშია, ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და 35 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „ტოტენჰემს“ მხოლოდ 24 ქულა აქვს და მე-11 საფეხურს იკავებს.

0.11454