ფეხბურთი

17:14 | 4.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩის რეკორდი "რეალში"

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი კლუბის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული გოლის ავტორი გახდა, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურის გადადებულ გასვლით მატჩში "ვალენსიასთან" (2:1) გაიტანა.

მოდრიჩმა „ვალენსიასთან“ გოლი 39 წლის, 3 თვისა და 26 დღის ასაკში გაიტანა.

ამგვარად, ლუკამ მოხსნა ცნობილი უნგრელი ფეხბურთელის, ფერენც პუშკაშის დიდი ხნის საკლუბო რეკორდი, რომელმაც 1965 წლის ნოემბერში მადრიდის "რეალში" 38 წლის, 7 თვისა და 20 დღის ასაკში გოლი გაიტანა („სევილიასთან“).

მიმდინარე სეზონში ლუკა მოდრიჩმა მადრიდის "რეალში" 26 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.12207