ფეხბურთი

14:43 | 4.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "ვინისიუსი წითელ ბარათს არ იმსახურებდა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „ვალენსიასთან“ მატჩი ვინისიუსი გაძევებას არ იმსახურებდა და გადაწყვეტილებას კლუბი გაასაჩივრებს, რათა ბრაზილიელს დისკვალიფიკაცია მოეხსნას.

იტალიელის თქმით, ჯერ სტოლე დიმიტრიევსკისგან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, რაზეც ვინისიუსმა უბრალოდ უპასუხა.

„ჩვენი აზრით, ეს არ იყო წითელი ბარათი, არამედ ყვითელი ბარათი ორივე ფეხბურთელისთვის, რადგან ჯერ დიმიტრიევსკის პროვოკაცია იყო და შემდეგ ვინისიუსის მხრიდან რეაქცია. გავასაჩივრებთ ამ წითელ ბარათს, რადგან მიგვაჩნია, რომ გაძევების საფუძველი არ არსებობდა. თუმცა, გუნდმა მოახერხა ამ სიძნელეებზე პასუხის გაცემა.

ძნელი ასახსნელია, რატომ ვითამაშეთ პირველ ტაიმში ასე ცუდად, ხოლო მეორე ტაიმში ასე კარგად. არ გვაქვს უფლება ასე ვითამაშოთ, პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო, მეორე კი, რიცხობრივ უმცირესობაში კარგი. ფეხბურთელებს ველაპარაკე და მივულოცო, ამ მატჩიდან მეორე ტაიმი უნდა ავიღოთ და არა პირველი ნახევარი, რომელიც ცუდი იყო.

მაწუხებს ის ფაქტი, რომ უკვე სამი პენალტი ვერ გავიტანეთ, ამიტომ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღო იმაზე, თუ ვინ უნდა შეასრულოს პენალტი მომავალში“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ 43 ქულით ლიდერია. მომდევნო ტურში კარლო ანჩელოტის გუნდი 19 იანვარს, „ლას პალმასს“ უმასპინძლებს.

0.113792