„რომას“ „ინტერის“ ნახევარმცველის დავიდე ფრატეზის დამატება სურს. ამის შესახებ ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.
ფრატეზის „ინტერში“ მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს, რის გამოც სურს კლუბის გამოცვლა, მაგრამ მეორე მხრივ, მილანელები იანვარში ფეხბურთელთან განშორების წინააღმდეგი არიან. მიუხედავად ამისა, გარიგება შეიძლება მაინც შედგეს და არაა გამორიცხული ტრანსფერში ლორენცო პელეგრინი ჩართონ, რომელიც „რომას“ დატოვებს.
ფრატეზი „რომას“ აკადემიაში თამაშობდა, სანამ 2017 წელს „სასუოლოს“ შეუერთდებოდა.
დავიდე ფრატეზი „ინტერმა“ 2023 წელს „სასუოლოდან“ დაიმატა და მას შემდეგ იტალიელმა ნახევარმცველმა 63 მატჩში 11 გოლი გაიტანა, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.