ფეხბურთი

1:00 | 4.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" იტალიის სუპერთასის ფინალში გავიდა

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „მილანმა“ „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა ფინალში გავიდა, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერჟიო კონსეისაოს წარმატებული დებიუტი ჰქონდა.

„იუვემ“ თამაში უკეთ დაიწყო და სწრაფადაც დაწინაურდა, 21-ე წუთზე ქენან ილდიზმა ლამაზი გოლით ტურინული გრანდი დააწინაურა. ამის შემდეგად ტიაგო მოტას გუნდი ფლობდა უპირატესობას, შეეძლო რამდენჯერმე მეორე გოლის გატანა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

თავის მხრივ, „მილანს“ სახიფათო მომენტიც არ ჰქონია, მაგრამ 71-ე წუთზე უწყინარ სიტუაციაში მანუელ ლოკატელიმ პენალტი აიკიდა, რომელიც კრისტიან პულიშიჩმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. 4 წუთის შემდეგ „როსონერიმ“ მეორეც გაიტანა, ფედერიკო გატიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

„იუვენტუსმა“ სეზონში მეორე მარცხი განიცადა, პირველი ოქტომბრის შემდეგ, როცა ჩემპიონთა ლიგაზე „შტუტგარტთან“ დამარცხდა. თუმცა, „ბიანკონერის“ ბევრი ფრე აქვს სეზონში და სერია A-შიც მძიმე დღეშია, სუპერთასსაც გამოეთიშა, მოკლედ, კოშმარულ სეზონს ატარებს.

იტალიის სუპერთასის ფინალში 6 იანვარს მილანური დერბი იქნება, „ინტერი“ „მილანის“ წინააღმდეგ.

0.117657