იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ფეხბურთელი, ფედერიკო კიეზა იტალიის სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა.
როგორც Foot Mercato იტყობინება კიეზას შეძენა მის მშობლიურ კლუბ "ფიორენტინას" უნდა და მზად არიან იტალიელის სანაცვლოდ 7 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.
"ლივერპულმა" ფედერიკო 2024 წლის ზაფხულში 12 მილიონად იყიდა "იუვენტუსიდან", თუმცა იტალიელმა შემტევმა ინგლისში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო, მან "მერსესაიდელების" რიგებში ჯამში მხოლოდ 123 წუთი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ კიეზა "ფიორენტინას" აღზრდილია და ძირითად გუნდში 2016-2020 წლების სეზონში თამაშობდა.