დღეს, გვიან ღამით ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურის მატჩი გაიმართება, სადაც "ვალენსია" "მესტალიაზე" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" დღევანდელ შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება და მისი დაბრუნება კოპა დელ რეის შეხვედრაშია მოსალოდნელი, რომელსაც "ვალენსია" 7 იანვარს „ელდენსეს“ წინააღმდეგ გამართავს.
გიორგიმ „რაიო ვალეკანოსთან“ შეხვედრაში მარჯვენა ფეხზე ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო, რის გამოც რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა.