19 იანვარს UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. აღნიშნულ ბრძოლაზე დაღესტნელმა მებრძოლმა MMAjunkie-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ უნდა დაამარცხოს მერაბ დვალიშვილმა.
"წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება დამამარცხოს მერაბმა, რადგან მე ყველა კომპონენტში მასზე ძლიერი ვარ. შემიძლია, როგორც დგომში, ისე მიწაზე ჩხუბი და ეს არ უნდა დაგავიწყდეთ. მას ძალიან უნდა გაუმართლოს რომ მიწაზე ერთხელ მაინც გადამიყვანოს, მაგრამ მას კონტროლი არ შეუძლია და თუ ზურგს მომცემს აუცილებლად მოვახრჩობ."
"თავხედური იქნება იმის თქმა, რომ მერაბი ჩემთვის ადვილი ფულია. ის კარგი მებრძოლია, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე რთული ბრძოლა კორი სენდჰეგენთან ჩავატარე." - განაცხადა უმარ ნურმაგოვედოვმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა 2024 წლის 15 სექტემბერს ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელი შონ ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა.