ფეხბურთი

13:11 | 3.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის შეძენით ბერძნული გრანდი დაინტერესდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ბოსნიური "სარაევოს" შემტევის, გიორგი გულიაშვილის შეძენით ბერძნული "ოლიმპიაკოსი" დაინტერესდა.

აღნიშნულ ინფორმაცია ბერძნულ და ბოსნიურ მედიაში ვრცელდება. როგორც ცნობილი ხდება 23 წლის ქართველ ფეხბურთელსა და ბერძნულ გრანდს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

გულიაშვილი ბოსნია და ჰერცეგოვინის ჩემპიონატში ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მან 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

შეგახსენებთ, რომ "ოლიმპიაკოსი" საბერძნეთის ჩემპიონატს 34 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილოსან "პაოკს" ქულით უსწრებს.

0.114609