„ინტერი“ იტალიის სუპერთასის ფინალში გავიდა. სიმონე ინძაგის გუნდმა საუდის არაბეთში გამართულ ნახევარფინალში ბერგამოს „ატალანტა“ დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.
ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „ინტერი“ მაინც უფრო გამოცდილი და სხვა გუნდია, რაც ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა. მილანელებმა მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში გადაწყვიტეს. თამაშის გმირი კი, დენზელ დუმფრისი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ნიდერლანდელ მცველს ორივე გოლი ძალიან ლამაზი გამოუვიდა: ჯერ აკრობატულ ვარდნაში გაიტანა, შემდეგ შორი მანძილიდან იდეალურად დაარტყა და მატჩს ინტრიგა მოუკლა.
„ინტერი“ იტალიის სუპერთასის ფინალში 6 იანვარს ითამაშებს, მისი მეტოქე კი, 3 იანვარს, მეორე ნახევარფინალურ წყვილში გაირკვევა, რომელშიც „იუვენტუსი“ და „მილანი“ დაუპირისპირდებიან.