შოტლანდიის პრემიერშიპის მიმდინარე სეზონში „სელტიკმა“ პირველი მარცხი განიცადა, რომელიც „ოლდ ფირმში“ „რეინჯერსთან“ 0:3 განადგურდა.
ჰაჯის, პროპერის და დანილოს გოლებით „რეინჯერსმა“ პრინციპულ მეტოქეს აჯობა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თავის მხრივ, ბრენდან როჯერსის გუნდს დერბის წაგების მიუხედავად, შეუძლია თავი მშვიდად იგრძნოს, რადგან წესით, მიმდინარე სეზონში „სელტიკის“ ჩემპიონობა მხოლოდ დროის ამბავია.
„სელტიკი“ 50 ქულით ლიდერობს პრემიერშიპს, 11 ქულით უსწრებს „რეინჯერსს“, რაც ცხადია, რომ ძალიან დიდი უპირატესობაა.