ფეხბურთი

19:46 | 2.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუა: "კალენდარი ისეთია, ფეხბურთელებს მომდევნო შვებულება 2027 წელს გვექნება"

მადრიდის „რეალის“ მეკარემ ტიბო კურტუამ ფეხბურთში გადატვირთული გრაფიკის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ტრავმები პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ფეხბურთელებს დასვენების შესაძლებლობა არ აქვთ.

„წელს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატია, მომდევნო წელს ნაკრებების მსოფლიოს ჩემპიონატი, შემდეგ კიდევ რაღაც, შესაბამისად, ფეხბურთელებს დასვენების შესაძლებლობა არ აქვთ.

თუ ზაფხულში 2 თვე პაუზა გაქვს, როგორც NBA-ში, შეგიძლია სხეული ერთი თვე დაასვენო და ერთი თვე ივარჯიშა, ასე უფრო მზად იქნებიან ფეხბურთელები 9 თვე პაუზის გარეშე ითამაშონ. როცა დასვენების დრო არ არის, სწორედ მაშინ იწყება ტრავმიანობა. ცოტა ხნის წინ ვალვერდეს ხუმრობით ვუთხარი, რომ შემდეგი შვებულება 2027 წელს გვექნება“, - თქვა კურტუამ.

0.117082