„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის გეგმების შესახებ შეკითხვას უპასუხა.
„ამჟამად ჩვენ მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე ვფიქრობთ, რომლებიც გვყავს და ვცდილობთ მათგან საუკეთესო მივიღოთ. ძალიან მომწონს ჩვენი გუნდი და მჯერა მათი, რადგან გვყავს მაღალი ხარისხის და თავდადებული მოთამაშეები“, - ციტირებს არტეტას სიტყვებს Sky Sports.
„არსენალი“ ამჟამად ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა 39 ქულით. გუნდი ლიდერ „ლივერპულს“ ექვსი ქულით ჩამორჩება. ამასთან, მერსისაიდელებმა ერთი თამაში ნაკლები ჩაატარეს.