ფეხბურთი

11:17 | 2.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

adidas-მა შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მილიარდიანი კონტრაქტი შეწყვიტოს

„მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა დაკარგოს ძირითადი სასპონსორო კონტრაქტი სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელ adidas-თან, თუ ინგლისის პრემიერლიგიდან დაქვეითდება, იუწყება The Telegraph.

წყაროს ცნობით, სპონსორობის ხელშეკრულების პირობებით, რომელიც ჯამში £900 მილიონ გირვანქას შეადგენს (1,088 მილიარდი ევრო დღევანდელი კურსით), კომპანიას აქვს უფლება შეწყვიტოს იგი, თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაკარგავს ადგილს ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში.

adidas-ის მეორე ვარიანტი, თუ „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონშიფში დაქვეითდებიან, არის წლიური გადასახადის განახევრება 45 მილიონ გირვანქამდე.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 19 მატჩიდან 22 ქულით მე-14 ადგილზეა. მანკუნიანელთა სხვაობა დაქვეითების ზონასთან შვიდი ქულაა.

0.11844