ფეხბურთი

14:42 | 31.12.2024 | ნანახია NaN - ჯერ

უეინ რუნი „პლიმუთის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

ჩემპიონშიფში მოთამაშე „პლიმუთ არგაილმა“ ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებული უეინ რუნის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

„პლიმუთ არგაილი“ ადასტურებს, რომ კლუბი და მთავარი მწვრთნელი უეინ რუნი ორმხრივად შეთანხმდნენ, რომ დაუყოვნებლივ დაშორდნენ. რუნისთან ერთად კლუბს მწვრთნელის ასისტენტი მაიკ ფელანი და პირველი გუნდის მწვრთნელი საიმონ აირლენდი დატოვებენ.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ უეინს და მის გუნდს მთელი ძალისხმევისთვის და ვუსურვოთ მათ ყველაფერი საუკეთესო მომავალში. კლუბი ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ გააკეთებს და ახალი გუნდის მენეჯმენტის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„პლიმუთი“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. კლუბმა 23 მატჩის შემდეგ მხოლოდ 18 ქულა დააგროვა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:03 | 02.08.2019
Gela Chitidze (218)

ანდრონიკაშვილი კარგი კალათბურთელი დადგება, მაგრამ არც ამ მწვრთნელებთან და არც 20-იანების მწვრთნელებთან თამაშით.

16:47 | 02.08.2019
qomagi (1575)

ამას ანტიკალათBურთიც აღAრ ჰქვია. არანაირი ტაქტიკა, ფანტაზია და სისწრაფე. აბსოლუტური ნული. სირცხვილია, სირცხვილი!!! ანდრონიკაშვილს აშკარად თავში აქვს ავარდნილი ეროვნულში გამოძახება. პასებს არ იძლევა გამთAმაშებელი, სად გაგონილა? ყველა გასაყრელია მწვრთნელებიან კალათბურთელებიანად!

0.063404