„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა „ნიუკასლთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„პირველი გოლის გაშვების შემდეგ თამაშში დაბრუნება ვცადეთ, მაგრამ შესაბამისი ხარისხის გარეშე, არ გვაქვს ფუნდამენტი, რომ ასეთ მომენტებს გავუმკლავდეთ. მეტოქე უკეთესი იყო, თამაშს აკონტროლებდა, მათ ყველაფერი გუნდურად გააკეთეს, ჩვენ კი, უფრო მეტად ინდივიდუალურად ვცდილობთ მოქმედებას.
ზირკზეს შეცვლა 33-ე წუთზე? როცა ვფიქრობ, რომ რაღაცის გაკეთება შემიძლია შედეგის შესაცვლელად, ამას ვაკეთებ. ვიტანჯებოდით და მოედანზე უფრო მეტი ნახევარმცველი გვჭირდებოდა. ამ დროისთვის არანაირი ფუნდამენტი არ გვაქვს, როცა რთულ მომენტს გადიხარ, ეს ფუნდამენტი საჭიროა, რაც ჩვენ ახლა არ გვაქვს“, - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ 22 ქულით მე-14 პოზიციაზეა, წინ 5 იანვარს, „ლივერპულთან“ საგარეო მატჩი აქვს, კარგს არაფერს რომ არ მოასწავებს, ისეთი...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლა არ გავარდნენ ეს ჩემისები
არა უშავს,რამდენიმე დღეში მთავარი მატჩი აქვს იუნაიტედს და თუ არ წააგო სეზონი შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს,მაგათი სეზონი ხომ ბოლო წლებში მხოლოდ ლივერპულთან ორი მატჩით შემოიფარგლება!