ფეხბურთი

2:15 | 31.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

წარმოუდგენელი მაჩვენებლები: "მანჩესტერის" და ამორიმის ანტირეკორდები

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ღრმა კრიზისშია, ერიკ ტენ ჰაგის გაშვებამ და რუბენ ამორიმით შეცვლამ სიტუაცია არ გამოასწორა, ჯერჯერობით, უფრო გააუარესა.

„მანჩესტერი“ ამჯერად, შინ „ნიუკასლთან“ დამარცხდა (0:2) და ანტირეკორდებიც დაამყარდა, არა მარტო კლუბის, არამედ ამორიმის შემთხვევაში.

„მანჩესტერის“ კატასტროფული მაჩვენებლები:

„მანჩესტერმა“ 1930 წლის შემდეგ პირველად წააგო თვეში 6 მატჩი. დეკემბერში, „მანჩესტერი“ „არსენალთან“ (0:2), „ნოტინგემთან“ (2:3), „ტოტენჰემთან“ (3:4), „ბორნმუთთან“ (0:3), „ვულვზთან“ (0:2) და „ნიუკასლთან“ (0:2) დამარცხდა. ბოლოს, უარესი თვე „წითელ ეშმაკებს“ 1930 წლის სექტემბერი ჰქონდათ, როცა 7-ჯერ დამარცხდნენ.

„მანჩესტერმა“ დეკემბერში 18 გოლი გაუშვა, რაც პირველად მოხდა ბოლო 60 წლის განმავლობაში. 1964 წლის მარტშიც „იუნაიტედმა“ 18 გოლი გაუშვა.

„მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ 3 მატჩი ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად წააგო, ხოლო ასევე, პრემიერლიგაში ერთ თვეში 5-ჯერ 1962 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა.

რუბენ ამორიმმა „მანჩესტერის“ მწვრთნელის რანგში კონკრეტულად პრემიერლიგაში საწყისი 8 მატჩიდან 5 წააგო (2 მოგება, 1 ფრე), რაც ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო 103 წლის განმავლობაში. „მანჩესტერის“ არც ერთ სხვა მწვრთნელს 1921 წლის შემდეგ საწყისი 8 მატჩიდან 5 არ წაუგია.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ 22 ქულით მე-14 პოზიციაზეა, წინ 5 იანვარს, „ლივერპულთან“ საგარეო მატჩი აქვს, კარგს არაფერს რომ არ მოასწავებს, ისეთი...

0.116887