„სენტ ეტიენის“ თავდამსხმელი იბრაჰიმ სისოკო 7-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
მალელი ფორვარდი საფრანგეთის თასზე „მარსელთან“ მატჩში ლეონარდო ბალერდის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააძევეს, რადგან მან მეტოქეს სახეში ხელი ჩაარტყა. სადისციპლინო კომიტეტმა ეპიზოდი ძალადობრივ მოქმედებად შეაფასა.
სისოკო, რომელიც „სენტ ეტიენის“ ერთ-ერთი ლიდერია, 5 მატჩს გამოტოვებს და გუნდს 9 თებერვლამდე ვერ დაეხმარება, ხოლო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია პირობითია.
შეგახსენებთ, რომ „სენტ ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილი თამაშობს და ეს კლუბი ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.