„ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა.
„ვესტ ჰემთან“ შეხვედრაში ის გოლით და საგოლე პასით გამოირჩა. სალაჰმა ეს უკვე მერვედ გააკეთა ამ სეზონში და პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ერთ სეზონში მინიმუმ 8 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.
მიმდინარე სეზონში ეგვიპტელმა შემტევმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა, ხოლო 17-ჯერ საგოლე გადაცემა მიითვალა.