ვეტერანი ფეხბურთელი გარი ლინეკერი დარწმუნებულია, რომ პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“ სიტუაციას გამოასწორებს და გუნდს კრიზისიდან გამოიყვანს.
როგორც მან თქვა, ვისაც პეპის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, უბრალოდ სულელია:
„პეპი ყველაფერს შეცვლის, ამაში ეჭვი არ მეპარება, ერთადერთი ისაა გასარკვევი - როდის. ახლა ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება, პეპისთვის ეს ნამდვილი გამოწვევაა, ამიტომ, ყველანი მოუთმენლად ველით, თუ როგორ მოახერხებს ამ სიტუაციასთან გამკლავებას. ცხადია, როდრის დაკარგვა დიდი დარტყმა იყო, მაგრამ რაღაც მომენტში მსგავსი კრიზისი უნდა მომხდარიყო. ზედიზედ ოთხჯერ პრემიერლიგის მოგება წარმოუდგენელია, მას შემდეგ, რაც გვარდიოლა აქ ჩამოვიდა, შეუდარებელია, თუ მასში ეჭვი გეპარება, გამოდის, რომ სულელი ხარ“, - თქვა ლინეკერმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 3-ჯერ ფრეს დასჯერდა და 9 თამაში წააგო.