"ნაპოლიმ" მარიო რუისთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. იტალიური კლუბი და პორტუგალიელი ფეხბურთელი კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმდნენ.
დღეიდან რუი "ნაპოლის" ფებხურთელი აღარაა და თავისუფალი აგენტია. კლუბმა მას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.
მარიო რუი „ნაპოლის“ 2017 წელს „რომადან“ შეუერთდა და მას შემდეგ 227 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. პორტუგალიელს ასევე უთამაშია „რომაში“, „ემპოლიში“, „სპეციაში“, „გუბიოსა“ და „ფატიმაში“.