როგორც მოსალოდნელი იყო, „მილანის“ მწვრთნელად სერჟიო კონსეისაო დაინიშნა, ამჯერად ცნობა ოფიციალურად დადასტურდა.
მხარეებს შორის კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. კონსეისაო მილანშია და გუნდთან მუშაობას დაიწყებს. მას დებიუტი 3 იანვარს, იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში, ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ექნება, სადაც მისი შვილი, ფრანსისკო კონსეისაო თამაშობს.
სერჟიო კონსეისაომ თანამემამულე პაულუ ფონსეკა შეცვალა, რომელიც სერია A-ში 17 მატცში მოპოვებული მხოლოდ 27 ქულისა და მერვე ადგილის გამო გაათავისუფლეს.
სერჟიო კონსეისაო 2017-2024 წლებში „პორტუში“ მუშაობდა, ძალიან წარმატებითაც, ხოლო მანმადე „ნანტის“, „გიმარაეშის“, „ბრაგას“, „აკადემიკას“ და „ოლიალენსეს“ მწვრთნელი იყო.
პორტუგალიელი ფეხბურთელობისას, 1998-2004 წლებში სერია A-ში თამაშობდა, „ლაციოს“, „პარმას“ და „ინტერის“ მაისურით.