"ნაპოლიმ" და მარიო რუიმ კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს და პორტუგალიელი ფეხბურთელი იანვარში თავისუფალი აგენტი გახდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმიტ მხარეებს შორის ყველაფერს წერტილი იანვრის პირველ კვირაში დაესმება.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ, მარიო რუი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და მიმდინარე სეზონში მას შანსი არ მისცემია.
მარიო რუი „ნაპოლის“ 2017 წელს „რომადან“ შეუერთდა და მას შემდეგ 227 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. პორტუგალიელს ასევე უთამაშია „რომაში“, „ემპოლიში“, „სპეციაში“, „გუბიოსა“ და „ფატიმაში“.