ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს მომავალთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეს ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რონალდუ ზაფხულში საუდის არაბეთის ჩემპიონატის დატოვებას გეგმავს და შესაძლოა ევროპის ტოპ ჩემპიონატში დაბრუნდეს, რადგან MARCA-ს ინფორმაციით, პორტუგალელი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ "ალ-ნასრის" ღირსებას 2023 წლის იანვრიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი სწორედ 2025 წლის ზაფხულში ეწურება. მას მიმდინარე საუდის არაბეთის პრო ლიგაში 12 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.