კალათბურთი

13:11 | 30.12.2024 | ნანახია NaN - ჯერ

"ბასკონიას" ბოლო წამებზე კამარ ბოლდუინმამ მოაგებინა (VIDEO)

ესპანეთის ლიგა ენდესაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, "ბასკონიამ" , სადაც საქართველოს ნაკრების ლეგიონერი კამარ ბოლდუინი თამაშობს სტუმრად "მანრესა" 82:80 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "ბასკონიას" ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი სწორედ კამარ ბოლდუინმა შეიტანა, რომელმაც გამარჯვების მომტანი 2 ქულა 2 წამით ადრე ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

კამარმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 8 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.

"ბასკონია" ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში 6 გამარჯვებითა და 7 მარცხით მე-11 ადგილს იკავებს.

0.147608
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}