UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს გასამართი ბრძოლისთვის მზადებას განაგრძობს, მერაბი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, წარწერით - "ქართული ძალა".
ვიდეოში მერაბ დვალიშვილი მის თანაგუნდელებთან ერთად დამღლელი ვარჯიშის შემდეგ სიმღერას მღერიან - "ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა".
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. ქართველ "მანქანას" ამ ბრძოლისთვის ეხმარებიან სხვა ქართველი მებრძოლები: ამირან გოგოლაძე, ზვიად ლაზიშვილი და ლევან ჩოხელი.