გვიან ღამით NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბიტაძის 'ორლანდომ" საკუთარ მოედანზე "ბრუკლინს" უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 102:101 იმარჯვა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, სტუმრები შესვენებაზე 18 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მეორე ტაიმში გოგას გუნდმა ქამბექი შემოგვთავაზა და დაძაბულ შეხვედრაში ქულით იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ "ორლანდოს" ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა კალათბურთელმა. ბითაძემ პარკეტზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა დააგროვა.
"ორლანდოს" 20 მოგება და 14 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი სტუმრად გამართავს, სადაც "დეტროიტ პისტონს" დაუპირისპირდება.