„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ კონტრაქტის განახლებისგან, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება, მხარეები შორს არიან. ეგვიპტელის თქმით, ის მხოლოდ სეზონზეა კონცენტრირებული.
„კონტრაქტის განახლებისგან შორს ვართ, მედიისთვის არაფრის თქმა არ მინდა, რადგან შემდეგ ხალხი საუბარს დაიწყებს, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა. ახლა გუნდზე ვარ ორიენტირებული და იმედი მაქვს, რომ პრემიერლიგას მოვიგებთ“, - აღნიშნა სალაჰმა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი შესანიშნავ ფორმაშია და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 17-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.