„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ვესტ ჰემთან“ მატჩის (5:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ნიდერლანდელი თავისი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი იყო და ასევე ისაუბრა მოჰამედ სალაჰზე, რომელიც საოცარ ფორმაშია:
„ძალიან მომეწონა თამაში, რადგან არც თუ ისე ხშირად შემიძლია უბრალოდ ვიჯდე და ვისიამოვნო. „ტოტენჰემთან“ 5:1-ს ვიგებდით, მაგრამ შემდეგ მათ ორი გოლი გაიტანეს და თამაშში დაბრუნდნენ, ამჯერად კი, თამაშს ვაკონტროლებდით. მეტოქეს ბევრი მომენტი არ ჰქონია, ხოლო ჩვენ ბევრი გოლი გავიტანეთ.
სალაჰი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია? თუ მის სტატისტიკას გადავხედავთ, ამაზე კამათი არ შეიძლება, მაგრამ სხვადასხვა ლიგაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც არანაკლები უნარები აქვთ. თუმცა, მო ამჟამად ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა. მეტის გატანა შეეძლო, თუმცა ასევე მომეწონა მისი მუშაობა ბურთის გარეშე. ის ძალიან კარგ ფორმაშია, ვიმედოვნებთ, რომ ამ ფორმას დიდხანს შეინარჩუნებს“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ 45 ქულით ლიდერობს და კონკურენტებს სოლიდური სხვაობით უსწრებს, თანაც თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.