ფეხბურთი

2:20 | 30.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "პრემიერლიგის მოგებისგან შორს ვართ, მაგრამ სხვა მიზნები გვაქვს"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ პრემიერლიგის მოგების შანსი აღარ აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა მიზნები აქვთ.

„ძალიან შორს ვართ პრემიერლიგის მოგებისგან, ვაღიარებთ, რომ ახლა შანსი არ გვაქვს, მაგრამ სხვა მიზნები გვაქვს, ასოციაციის თასის მოგება და ოთხეულში მოხვედრა. ბევრი დღე გავიდა გამარჯვების გარეშე, ახლა ეს შვებაა, თუმცა თამაში საუკეთესო არ იყო, მიუხედავად ამისა, შედეგით და ფეხბურთელების მონდომებით ბედნიერი ვარ.

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩი თავდაჯერების თვალსაზრისით მტკივნეული დარტყმა იყო, იმ თამაშმა მოგვკლა, შემდეგ რთული იყო „ასტონ ვილასა“ და „ევერტონთან“, ახლა თითოეულ გამარჯვებაზე ნადირობა გვიწევს, მაგრამ ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ საბრძოლველად მზად არიან.

500 მატჩი „სიტიში“? ეს ძალიან ბევრია, დღეს ფეხბურთელებმა მშვენიერი საჩუქარი გამიკეთეს. კიდევ 500 მატჩი ამ გუნდში? არა, კიდევ 500 მატჩი აღარ იქნება“, - აღნიშნა პეპმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 14 მატჩში მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვა, 3-ჯერ ფრეს დასჯერდა და 9-ჯერ დამარცხდა.

„სიტი“ 31 ქულით მეხუთე ადგილზეა პრემიერლიგაში, მომდევნო ტურში კი, 4 იანვარს, „ვესტ ჰემს“ უმასპინძლებს.

0.119194