ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ ზაგრების „დინამო“ ჩაიბარა.
ხორვატული კლუბიდან ნენად ბიელიცა დაითხოვეს და კანავარო დანიშნეს, რომელიც გუნდთან მუშაობას 3 იანვრიდან დაიწყებს.
"დინამო" ხორვატიის ჩემპიონატში ცუდად გამოდის, მესამე ადგილზეა და ლიდერთა დუეტს 7 ქულით ჩამორჩება.
კანავარომ სამწვრთნელო კარიერის უმეტესი ნაწილი ჩინეთში გაატარა, ბოლოს კი, სამშობლოში მუშაობდა, სადაც გასულ სეზონში „უდინეზეს“ ედგა სათავეში.