ფეხბურთი

0:30 | 30.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე: "ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე, მაგრამ წაგებით - იმედგაცრუებული"

„უოტფორდის“ ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ „კარდიფ სიტისთან“ გოლის და მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი ვარ გოლით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, რომ ვერ მოვიგეთ. ყოველთვის ვცდილობ გოლის გატანას და საგოლე გადაცემის გაკეთებას, ვეცდები, რომ ასე გავაგრძელო. სახლში, გულშემატკივრების წინაშე გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა.

ყოველთვის რთულია, როცა გოლს პირველ წუთზე უშვებ, ყველაფერი იცვლება. სახლში წაგებით იმედგაცრუებულები ვართ, რადგან აქ 17-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა. ჩემი გოლის შემდეგაც გაგვიჭირდა დაბრუნება, რადგან სწრაფად მეორე გოლი გავუშვით, ვცდილობდით გატანას, მაგრამ ვერ გავიტანეთ. რთულია, რადგან სამ დღეში ერთხელ თამაში გვიწევს", - თქვა ქართველმა ნახევარმცველმა.

გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფსა და ინგლისის თასზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 23 ტურის შემდეგ 37 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 1-ელ იანვარს, ქპრ-ს ესტუმრება.

0.131715