ფეხბურთი

21:25 | 29.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის გამოხმაურება: "არაზუსტი დარტყმის შემდეგ კონტემ კვარაცხელია შეცვალა"

იტალიურმა მედიამ „ვენეციასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში საშუალოდ შეაფასა. მას ნამდვილად არ ჰქონია გამორჩეული მატჩი და მსგავსი გამოხმაურებაც ლოგიკურია.

„ნაპოლიმ“ „ვენეცია“ 1:0 დაამარცხა, ხოლო კვარაცხელია 75-ე წუთზე შეცვალეს.

Tuttomercatoweb 5.5 ქულა: „ერთხელ ტრიბუნაზე და ერთხელ სათადარიგო სკამზე ყოფნის შემდეგ მარცხენა ფლანგს ძირითად შემადგენლობაში დაუბრუნდა, მაგრამ გაბრწყინება ვერ მოახერხა. მეორე ტაიმის დასაწყისში ცდილობდა გუნდის წინ გაძღოლას, მაგრამ ხშირად ბოლოს არასწორ არჩევანს აკეთებდა. არაზუსტი დარტყმის შემდეგ კონტე გაბრაზა და შეცვალა“.

Calciomercato 6 ქულა: „უეცარი ბრუნი მისი საფირმო ნიშანია და ასე შექმნა ხიფათი, როცა ცაციათი დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია. ბოლო მოქმედებებში სწორი გადაწყვეტილებების მიღება აკლდა“.

Tuttonapoli 6 ქულა: „თავიდან, ნახევარი საათი „ნაპოლი“ მხოლოდ მარჯვენა ფლანგიდან თამაშობდა. შემდეგ ბურთი რამდენჯერმე მივიდა კვარამდე, რომელიც სახიფათო გახდა. თუმცა, ვერ მოახდინა სათანადო ზეგავლენა, როცა კარში დარტყმა მოახერხა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„ნაპოლი“ ახალ წელს თანალიდერის პოზიციაზე შეხვდება, რადგან პირველ-მეორე საფეხურს „ატალანტასთან“ ერთად 41 ქულით იყოფს. პირველივე წრის ბოლო შეხვედრას ანტონიო კონტეს გუნდი 4 იანვარს, ფლორენციაში, ფიორენტინასთან გამართავს.

0.113501