ფეხბურთი

20:41 | 29.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მეორე გამარჯვება ბოლო 14 მატჩში: როგორც იქნა, "სიტიმ" მოიგო

„მანჩესტერ სიტიმ“, როგორც იქნა მოუგებელი სერია შეწყვიტა და თამაში მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგის მე-19 ტურში სტუმრად აუტსაიდერ „ლესტერ სიტის“ 2:0 აჯობა.

პირველ ტაიმში სავინიომ გაიტანა, მეორე ნახევარში ერლინგ ჰოლანდმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეს არის „სიტის“ მეორე გამარჯვება ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 14 მატჩში (2 მოგება, 3 ფრე, 9 წაგება). სიტუაცია, რა თქმა უნდა, ისევ მძიმეა, მაგრამ ფსიქოლოგიურად გამარჯვება გვარდიოლას გუნდს ძალიან სჭირდებოდა.

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში 31 ქულით ამ დროისთვის მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 იანვარს, „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.

0.133011