„ლივერპულის“ ფეხბურთელი ფედერიკო კიეზა ინგლისურ კლუბში უკმაყოფილოა და იანვარში იტალიაში დაბრუნება სურს.
Mediaset-ის ინფორმაციით, „ინტერი“ და „ფიორენტინა“ ინტერესდებიან, მაგრამ ფავორიტი მაინც „ნაპოლია“. პრობლემა კიეზას ხელფასია, რომელიც „ლივერპულში“ წელიწადში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მაგრამ ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ეცდება, რომ ინგლისელები დაიყოლიოს, რათა მათ იჯარის პერიოდში კიეზას ხელფასის ნაწილი გადაიხადონ.
უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია, რომ კიეზას აგენტი ფალი რამადანი „წითლების“ ხელმძღვანელობას შეხვდება და ფეხბურთელის მომავალს განიხილავს.
კიეზა „ლივერპულმა“ ზაფხულში 13 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ მან ინგლისურ გრანდში დღემდე მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მანამდე კიეზა ტურინის „იუვენტუსსა“ და ფლორენციის „ფიორენტინაში“ თამაშობდა.