ფეხბურთი

18:31 | 29.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს

„მანჩესტერ სიტიმ“ გუნდის გასაძლიერებლად სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა გადაწყვიტა და შეარჩიეს ფეხბურთელები, რომლებიც კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, შეძლებენ დაეხმარონ "ქალაქელებს" მიმდინარე კრიზისის დაძლევაში. ამის შესახებ The Times იტყობინება.

წყაროს ცნობით, "მანჩესტერ სიტი" ტრავმირებული ესპანელი როდრის შემცვლელად "რეალ სოსიედადის" ნახევარმცველ მარტინ სუბიმენდის და "ნიუკასლის" ნახევარმცველ ბრუნო გიმარაესს განიხილავს.

ინგლისური კლუბი ასევე დაინტერესებულია მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევი ნახევარმცველით ჯამალ მუსიალათი და ლევერკუზენის „ბაიერის“ ვარსკვლავით, ფლორიან ვირცით.

გარდა ამისა, "მანჩესტერ სიტის" დაცვის ხაზის გაძლიერება სურს, რასთან დაკავშირებითაც „კრისტალ პალასის“ ცენტრალური მცველის მარკ გეჰის კანდიდატურას განიხილავს.

0.127413