ფეხბურთი

17:56 | 29.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩე" დე ბრუინს ძალიან სოლიდურ ხელფასს სთავაზობს

სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ მზადაა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს კვირაში 250 000 გირვანქა სტერლინგის ხელფასი შესთავაზოს. ამის შესახებ The Times იტყობინება.

დე ბრუინს „სიტისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და არაა გამორიცხული, რომ ის კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს, მაგრამ ჯერჯერობით, ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა, ამიტომაც, ბელგიელის კლუბიდან წასვლაზე საუბრობენ.

კევინის მიმართ „ფენერბაჰჩეს“ გარდა, ინტერესს საუდის არაბეთის და MLS-ის კლუბები იჩენენ.

მიმდინარე სეზონში კევინ დე ბრუინმა 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.117072