ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ შეიძლება ზაგრების „დინამო“ ჩაიბაროს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიელი ამ თანამდებობაზე ფავორიტი იქნება, თუ „დინამო“ მოქმედი მწვრთნელის, ნენად ბიელიცას გათავისუფლებას გადაწყვეტს.
ხორვატული კლუბი ამ თანამდებობაზე იდეალურ კანდიდატად კანავაროს მიიჩნევს.
კანავარომ სამწვრთნელო კარიერის უმეტესი ნაწილი ჩინეთში გაატარა, ბოლოს კი, სამშობლოში მუშაობდა, სადაც გასულ სეზონში „უდინეზეს“ ედგა სათავეში.