„ნაპოლი“ იანვარში მცველის დამატებას გეგმავს და მთავარი სამიზნე „იუვენტუსის“ კაპიტანი დანილოა.
თუმცა, ბოლო ცნობებით, ჯერჯერობით, შეთანხმებას კლუბები ვერ აღწევენ, ამიტომაც, ნეაპოლელები ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავენ.
Corriere Dello Sport-ის ცნობით, სიაშია დანიელე რუგანი, რომელიც „იუვეს“ საკუთრებაშია, მაგრამ ამჟამად იჯარით „აიაქსშია“, სადაც ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. კიდევ ერთი ვარიანტია ლუის ფელიპე, რომელიც თავისუფალი აგენტია.
ანტონიო კონტეს იანვარში ცენტრალური მცველი სურს და ნათელია, რომ კლუბი მისი სურვილის დასაკმაყოფილებლად ყველაფერს გააკეთებს.