ვეტერანი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი მიიჩნევს, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მწვრთნელი ენცო მარესკაა და არა არნე სლოტი.
ფერდინანდის არგუმენტით, იტალიელმა „ჩელსიში“ რთული სიტუაცია დაალაგა, მაშინ, როცა ნიდერლანდელმა კარგ მდგომარეობაში მყოფი „ლივერპული“ ჩაიბარა.
„მე უბრალოდ მგონია, რომ მარესკა მივიდა და "ჩელსი" ცირკიდან, კატასტროფიდან, გუნდად აქცია. სლოტი შესანიშნავად მუშაობას, მაგრამ უბრალოდ ვამბობ, ცვლილებების ტემპი კლუბებს შორის განსხვავდება. მარესკამ მეტი გააკეთა. სლოტმა ჩაიბარა კარგი მექანიზმი, „ჩელსის“ მფლობელებში კი განხეთქილებაა და მარესკამ გუნდი დაალაგა.
„ლივერპულშიც“ ახალი სპორტული დირექტორია, მაგრამ სიტუაციას არამყარს ვერ ვუწოდებთ, სტაბილურია, ხმაური არ არის. მიმაჩნია, რომ მარესკა ამ დროისთვის საუკეთესო მწვრთნელია პრემიერლიგაში, უფრო ძლიერი ხანძრის ჩაქრობა მოუწია, ვიდრე ნახევარ პრემიერლიგას ერთად“, - თქვა ფერდინანდმა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსი“ პრემიერლიგაში ამ დროისთვის მესამე ადგილზეა, ხოლო „ლივერპულს“ 7 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.