ცნობილმა გამოცემა Goal-მა სეზონის პირველი ნახევრიდან გამომდინარე 15 საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა, რომლებიც სეზონის წინ, ზაფხულში განხორციელდა.
პირველ ადგილზე გამოცემის ვერსიით, „ატლეტიკოდან“ „პორტუში“ სამუ ომოროდიონის ტრანსფერია. პორტუგალიელებმა მისი სატრანსფერო უფლებების 50% 15 მილიონ ევროდ შეიძინეს და სამუ გუნდის გამორჩეულ ფეხბურთელად უმალვე იქცა.
1. სამუ ომოროდიონი - ატლეტიკოდან პორტუში 15 მილიონ ევროდ.
2. კერემ აკტურკოღლუ - გალათასარაიდან ბენფიკაში 12 მილიონ ევროდ.
3. მაიკლ ოლისე - კრისტალ პალასიდან ბაიერნში 60 მილიონ ევროდ.
4. ვიქტორ ოსიმენი - ნაპოლიდან გალათასარაიში იჯარით.
5. მატეო რეტეგი - ჯენოადან ატალანტაში 28 მილიონ ევროდ.
6. ტიმ კლაინდენსტი - ჰაიდენჰაიმიდან გლადბახში 7 მილიონ ევროდ.
7. ჟოაო ნევეში - ბენფიკადან პსჟ-ში 60 მილიონ ევროდ.
8. სკოტ მაკტომინეი - მანჩესტერიდან ნაპოლიში 30 მილიონ ევროდ.
9. დავიდ დე ხეა - ფიორენტინაში თავისუფალი აგენტის სტატუსით.
10. მოჰამედ ამური - უნიონიდან ვოლფსბურგში იჯარით.
11. უგო ეკიტიკი - პსჟ-დან აინტრახტში 16.5 მილიონ ევროდ.
12. მოიზე კინი - იუვენტუსიდან ფიორენტინაში 13 მილიონ ევროდ.
13. ნიკოლა მილენკოვიჩი - ფიორენტინადან ნოტინგემში 14 მილიონ ევროდ.
14. მეისონ გრინვუდი - მანჩესტერიდან მარსელში 31.6 მილიონ ევროდ.
15. აიოზე პერესი - ბეტისიდან ვილიარეალში 4 მილიონ ევროდ.