ცნობილი მოკრივე პოლ ბამბა 35 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.
ბამბამ 22 დეკემბერს WBA Gold-ის მსუბუქ წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ამ წარმატებიდან 6 დღეში, 28 დეკემბერს, გარდაიცვალა.
„ის იყო თავდაჯერებული მებრძოლი, უსაზღვრო ამბიციით, რომ დიდებისთვის მიეღწია, მაგრამ პირველ რიგში, ის იყო საოცარი პიროვნება, რომელიც ბევრის შთაგონება გახდა თავისი შემართებით", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
პუერტო რიკოში დაბადებულმა ბამბამ 2024 წელს 14 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო და შესანიშნავ ფორმაში იყო. მან კარიერაში 19 გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის, 18 ნოკაუტით და 3 მარცხი განიცადა. ჯერჯერობით, გარდაცვალების მიზეზი უცნობია.