იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში ბერგამოს „ატალანტას“ 11-მატჩიანი მოგებების სერია შეწყდა. ჯან პიერო გასპერინის გუნდი რომში, „ლაციოსთან“ მარცხს გადაურჩა.
პირველ ტაიმში „ლაციო“ ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და 27-ე წუთზე ფისაიო დელე ბაშირუს გოლით დამსახურებულად დაწინაურდა. მომენტები უკეთ რომ გამოეყენებინა, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა. თუმცა, მეორე ნახევარში თამაშის სცენარი შეიცვალა, ბერგამოელები უკეთესად გამოიყურებოდნენ და 88-ე წუთზე მარკო ბრეშანინიმ წონასწორობა აღადგინა - ფრე, 1:1.
„ატალანტას“ 41 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო „ლაციო“ 35 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. მომდევნო ტურს „ატალანტა“ გამოტოვებს (წესით „იუვენტუსთან“ უნდა ეთამაშა), რადგან იტალიის სუპერთასზე უწევს გამოსვლა, ხოლო „ლაციო“ რომაულ დერბიში „რომას“ დაუპირისპირდება.