ფეხბურთი

20:10 | 28.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" სერია A-ში ზედიზედ მესამედ დამარცხდა

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ემპოლიმ“ „ჯენოას“ უმასპინძლა და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში გენუელებმა ორჯერ გაიტანეს და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. საბა გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სეზონში ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა, გენუელთა ორივე გოლში მას გარკვეული ბრალი მიუძღვის. თუმცა, 20 წლის მცველია და მსგავსი ჩავარდნა ყველას შეიძლება ჰქონდეს. საბა 71-ე წუთზე შეცვალეს.

„ემპოლიმ“ 74-ე წუთზე გაქვითა ერთი ბურთი, მაგრამ მეორე გოლი ვეღარ გაიტანა და უქულოდ დარჩა - 1:2. გოგლიჩიძეს მიმდინარე სეზონში 15 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ემპოლი“ 18 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 იანვარს, „ვენეციას“ სტუმრად შეხვდება.

0.14562