„ვენეციას“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ უპასუხა შეკითხვას, რომელი ფეხბურთელი ურჩევნია მეტოქის რიგებიდან სათადარიგო სკამზე იყოს - ხვიჩა კვარაცხელია თუ დავიდ ნერეში.
„შემადგენლობის არჩევა ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ორივე მაღალი დონის ფეხბურთელია. მოვემზადეთ თამაშისთვის, რომელშიც მეტოქის გარემარბები ძალიან ძლიერები არიან ერთი-ერთზე თამაშში, ცვლიან ფლანგებს, მაგრამ უმეტესად ცაცია შემტევი მარჯვენა გარემარბია და მემარჯვენე კი, მარცხენა გარემარბი“, - აღნიშნა დი ფრანჩესკომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ და „ვენეციას“ მატჩი 29 დეკემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.