ფეხბურთი

18:05 | 28.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "კვარაცხელიას და ნერეშის ერთად თამაში შესაძლებელია, ადრე თუ გვიან, ნახავთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და დავიდ ნერეშს ძირითად შემადგენლობაში ერთად თამაში შეუძლიათ.

ამის შესახებ შეკითხვა კონტეს „ვენეციასთან“ მატჩის წინ დაუსვეს, რასაც მან შემდეგნაირად უპასუხა:

„ყველაფერი შესაძლებელია, ყველას შეუძლია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ყოფნა, მაგრამ გვესმის, რომ ბალანსის დაცვა საჭიროა, უნდა შეაფასო, რა ტიპის მატჩია. არსებობს დაცვითი და შემტევი გუნდები, შეფასებაც ამის მიხედვით ხდება. საუბარია ფეხბურთელებზე, რომლებსაც განსხვავების შექმნა შეუძლიათ. აქამდე პოლიტანო და ხვიჩა თამაშობდნენ ერთად, ბოლო ორ მატჩში ნერეშმა და მატეომ ითამაშეს, ადრე თუ გვიან, ნერეში და ხვიჩა იქნებიან ერთად შემადგენლობაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეთი უკმაყოფილო ვართ. პოლიტანოს გუშინ პრობლემა ჰქონდა, მაგრამ დღეს ვარჯიშობდა. არ ვიცი, როდის იხილავთ სხვადასხვა გადაწყვეტილებას, თუმცა ადრე თუ გვიან, ნახავთ“, - აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 16 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლი“ – „ვენეციას“ შეხვედრა 29 დეკემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

0.119622