ფეხბურთი

17:27 | 28.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვა: ვინ რამდენი ქულა მიიღო და ვისგან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.

გამოკითხვაში ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრები (სულ 20 ჟურნალისტი) მონაწილეობდა.

შედეგად, მამარდაშვილმა ჯამში 212 ქულა მიიღო, ხვიჩა კვარაცხელიამ 177, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ - 82.

1. გიორგი მამარდაშვილი - 212 ქულა
(85 ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებისგან, 45 ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანებისგან და 82 ჟურნალისტებისგან).

2. ხვიჩა კვარაცხელია - 177 ქულა
(104 ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებისგან, 36 ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანებისგან და 37 ჟურნალისტებისგან)

3. გიორგი მიქაუტაძე - 82 ქულა
(34 ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებისგან, 5 ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანებისგან, 43 ჟურნალისტებისგან).

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი პირველად გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, მანამდე ეს ჯილდო ზედიზედ 4-ჯერ (2020, 2021, 2022 და 2023 წლებში) ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა.

0.128954