სტამბოლის „გალათასარაის“ „ლიონიდან“ გიორგი მიქაუტაძის შეძენა სურს და თურქული მედიის ცნობით, სტამბოლელებმა შეთავაზება გაზარდეს.
აქამდე „გალათასარაი“ მზად იყო 18 მილიონი ევრო გადახედა, ახლა კი, Sabah-ის ინფორმაციით, თურქებმა შეთავაზება 20 მილიონ ევრომდე გაზარდეს. თუმცა, „ლიონი“ მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ 25 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში მიუჯდება, ყოველ შემთხვევაში, ფრანგული მედია ამის შესახებ იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „ლიონმა“ „მეციდან“ 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში მან 21 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.