„ბარსელონას“ ფეხბურთელი ლამინ იამალი ფიქრობს, რომ შედეგიანობის მხრივ მოსამატებელი აქვს.
როგორც მან აღნიშნა, 2025 წელს სწორედ გოლების გატანაა მისი მთავარი მიზანი:
„ტრავმის შემდეგ უფრო ძლიერი დავბრუნდები, უფრო მეტად მშიერი ვიქნები, რადგან როცა ვერ თამაშობ, შენი საქმის დაფასებას იწყებ. 2025 წელს მსურს გოლების რაოდენობის გაუმჯობესება. მინდა, ყველა თამაშში გოლი გავიტანო. 2024 წელს საგოლე პასების მხრივ კარგი შედეგი მქონდა, მაგრამ გოლებში უნდა მოვუმატო, ეს ჩემი გეგმაა“, - თქვა ლამინმა.